CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

ნანა ჯანაშია

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა:

ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ნანას ოჯახის ახლობელმა.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

ასევე ნახეთ:

ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

„ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით დავასკვენით, რომ ის ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთია...“ - ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე