ევროვიზია 2025-ის წამყვანები ცნობილია

ევროვიზია

რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, რომელიც წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება, სამი ქალი წამყვანი ეყოლება: ჰაზელ ბრუგერი, მიშელ ჰუნციკერი და სანდრა სტუდერი.

ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეურთდება.

შვეიცარიის მაუწყებლის, SRG SSR-ის თანახმად, 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანებად ტრიოს არჩევა სიმბოლოა იმ ღირებულებების, რომელიც განსაზღვრავს შვეიცარიის მრავალფეროვნებას, მრავალენოვნებას და ერთიანობას.

31 წლის ჰეზელ ბრუგერი ჯილდოს მფლობელი სთენდაფერ კომიკოსი და წამყვანია.

47 წლის მიშელ ჰუნციკერი გაიზარდა ოსტერმუნდიგენში, ბერნის მახლობლად. ცნობილია გერმანულ და იტალიურ ტელევიზიებში მრავალი შოუთi, როგორebიცაა Wetten, dass..?, Striscia la Notizia და ცნობილი Festival di Sanremo.

55 წლის სანდრა სტუდერმა კარიერა 1991 წელს დაიწყო, როგორც შვეიცარიის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილემ. სასცენო სახელით Sandra Simó, მან სიმღერით Canzone Per Te მეხუთე ადგილი დაიკავა.

ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music | „მუსიკით გაერთიანებული“. აღნიშნული კონკურსის მუდმივ სლოგანად იქცა, რაც  ევროვიზიის ბრენდსტრატეგიის ნაწილია.

კონკურსში მონაწილეობას 38 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს. აქ არაერთი საერთაშორისო სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გამართულა.

ევროვიზია 2025 წელს, 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.