VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
გასულ ღამით, ვარიანში გაზსადენ მილს მანქანა შეეჯახა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე 14 სოფლის 5000 აბონენტი დარჩა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ცნობით, "სოკარ ჯორჯია გაზი" აღდგენით სამუშაოებს იწყებს.
"გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ღამით, სოფელ ვარიანში, ავტომანქანა შეეჯახა გაზსადენ მილს. ავარიის შედეგად, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა 14 სოფელს, 5000 აბონენტს.
"სოკარ ჯორჯია გაზი" იწყებს აღდგენით სამუშაოებს და სავარაუდოდ (თუ არ იქნა ხელშემშლელი რაიმე პირობა) დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგება",- აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.