„ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა“ - ექსპერტი გია ხუხაშვილი ბორჯომის წარმოების შეჩერებას ეხმაურება

ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი ბორჯომის წარმოების შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა.

ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, ის არის სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვის რისკს უკავშირდება.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე.“,- წერს ხუხაშვილი. 

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

სხვა სიახლეები