ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა
1786045348
ირინა ტორონჯაძის მამა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი თეიმურაზ ტორონჯაძე გარდაიცვალა. ქალთა უფლებების დამცველი და ბლოგერი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„წუწუუ - ესე მეძახდა ბავშვობიდან და დღემდე პატარა გოგოდ ვგრძნობდი თავს, როცა დამიძახებდა... ბოლოს, უკვე მძიმედ რომ იყო, ნარდში მომიგო 4-0 და ისე გამხნევდა, მე ცხოვრებაში ალბათ პირველად გამიხარდა ასე ძალიან წაგება... ისევ დავინახე მამა - ძლიერი, მხიარული, გამარჯვებული... პატარაობიდან მესმოდა, რომ მამა მეცნიერია, მათემატიკოსი, პროფესორი და ჩემი ბავშვური სიამაყე დღემდე მომყვება... მიყვარხარ, მამა, სამუდამოდ და ისე ძლიერად, როგორც იმ პატარა გოგოს - „წუწუუს”, შეუძლია უყვარდეს - უპირობოდ და გამოუთქმელად“, - წერს ირინა ტორონჯაძე.