ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა
1786045348
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა, წალენჯიხის, ჭიათურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: "მეთადონი," "მარიხუანა" და 33 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი."
ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.