ბოლნისში, პესტიციდების არალეგალურ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

ბოლნისში, პესტიციდების არალეგალურ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

"ინდმეწარმე ჯ.ო. (ბოლნისი, სოფ. ნახიდური) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.

გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.