1786121718
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გია ბარამიძის მიმართ გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ დევნად აცხადებს
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, გიორგი ბარამიძის საქმეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.
დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს გაფრთხილებას ყველასთვის, ვინც, მათი შეფასებით, მზად არის ღიად ისაუბროს 1992–1993 წლების ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.









