1728194938
ბიო ტუალეტები: ივენთებისა და ღონისძიებების სანიტარულ-ჰიგიენური უზრუნველყოფა
კომპანია ლაიმი 3 წელია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მყარად განაგრძობს ზრდას და განვითარებას. ჩვენ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს ვთავაზობთ პორტაბელური ბიო ტუალეტებითა და ხელსაბნებით მომსახურების სერვისს, რაზეც მოთხოვნა დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება. დამკვეთები ძირითადად დეველოპერული, სამშენებლო და ივენთ კომპანიები არიან. დღეისათვის სამშენებლო კომპანიების უმეტესობა ცდილობს არაკომფორტული და არაჰიგიენური თვითნაშენი ტუალეტები, რომლებიც ასევე ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს აბინძურებენ, ჩაანაცვლონ თანამედროვე ბიო საპირფარეშოებით. რეგულაციების ზრდასთან ერთად, დამსაქმებლებიც სულ უფრო აქტიურად ზრუნავენ ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვაზე და დასაქმებულთათვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნაზე.
ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ ივენთებზე ბიოტუალეტებისა და პორტატული ხელსაბნების გამოყენებამ. ივენთ კომპანიებმა დაიწყეს სტუმრების პირად სივრცეზე ზრუნვა, რათა ღია სივრცეში შეკრება უფრო კომფორტული გახდეს. მისასალმებელია, რომ ბიოტუალეტებისა და პორტაბელური ხელსაბნების გამოყენებამ მუნიციპალიტეტებს, სახელმწიფო ორგანოებსა თუ კერძო კომპანიებს გარე ღონისძიების ჩატარების სულ უფრო მეტი საშუალება მისცა.
გახსნის დღიდან დღემდე, კომპანია ლაიმმა უზრუნველყო 100-ზე მეტი ღონისძიების მომსახურება, მათ შორის ისეთი მასშტაბურის, როგორიცაა ნატოს ჯარების წრთვნები საქართველოში და ბრიტანული არმიის წრთვნები საქართველოში, რომლებსაც მხოლოდ მაღალი სტანდარტის მომსახურებაზე აქვთ მოთხოვნა. ასევე აღსანიშნავია მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები როგორებიცაა „თბილისობა“ „ტყიბულ ქალაქობა“ „ბოლნისობა“ ყველასთვის საყვარელი „ღვინის ფესტივალი“ თელავში, გურჯაანში, ყვარელში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და ცაგერში, ასევე „დუშეთობა“ , „მთის კვირეული“ რაჭასა და ყაზბეგში, „ბაკურიანში სნოუბორდის ევროპისა და მსოფლიო თასების გათამაშება’’ და კიდევ სხვა მრავალი ღონისძიება.პორტაბელური ხელსაბნების და ბიოტუალეტების გაქირავების კომპანია „ლაიმი“ მზად არის მოემსახუროს ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებას ამერიკული სტანდარტების ბიოტუალეტებითა და ხელსაბნებით. უზრუნველყოს მათი პერიოდული მომსახურება დროულად და ხარისხიანად. ჩვენი მომსახურების არეალი ფარავს როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, ასევე მთიან რეგიონებსაც.