ბიძინა კულუმბეგოვი ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს

წამალი

ანტიბიოტიკების ნეგატიურ გავლენასა და ნაწლავური მიკრობიომის დაზიანებაზე „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, ანტიბიოტიკი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მიღწევაა, თუმცა მისი თვითნებური მიღება ორგანიზმს ხანგრძლივ ზიანს აყენებს.

ბიძინა კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიკამენტის მხოლოდ სპეციალისტის მიერ, მიზანმიმართულად დანიშვნა.