ნახეთ ფოტო, რომელსაც დიდხანს ველოდით - კლინიკიდან მამა თეიმურაზის ფოტო ვრცელდება

მამა თეიმურაზი

მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი აქვეყნებს ახალ ფოტოს, რომელიც კლინიკაშია გადაღებული.

„ფოტო, რომელსაც დიდხანს ველოდით. მამა თეიმურაზი შვილებთან ერთად. ლოცვის შედეგი. მამაო ძალიან გვიხარია რომ უკეთ ხარ. იმედია ძალიან მალე სრულიად გამოჯამრთელდები“,-წერია ფოტოს აღწერაში.

„დღე სიხარულისა, დღე წარმატებისა, დღე სიყვარულისა და ბედნიერებისა გვქონოდეს ყველას  
მამა თეიმურაზი, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა და კითხულობდა მის მდგომარეობას, უკეთ არის - უფლის შეწევნით, ჩვენი ლოცვით, ერთიანობით.
ღმერთო, სულ სიხარულიანი ამბებით აავსე ყველას დამძიმებული გულები...
დაგვლოცე, ტკბილო მამაო... იცოცხლე დიდხანს... გვასწავლე დიდი სიყვარული...“,-წერს ჟურნალ „კარიბჭეს“ რედაქტორი.