გოგიტა კიკნაძის სახელობის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1773249807
ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ხშირად საუბრობს ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად ის ყურადღებას ამახვილებს რკინის დეფიციტსა და ანემიასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე.
მისი განმარტებით, რკინის დეფიციტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ხშირად შეუმჩნევლად იწყება. ნატა გაგუას თქმით, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება მაშინაც კი, როცა საკმარისად გამოიძინეს.
სპეციალისტის თქმით, ანემიის შესაძლო სიმპტომებს შორისაა ძილიანობა და სისუსტე, თავბრუდახვევა და კონცენტრაციის დაქვეითება. ხშირად ადამიანები ამ ნიშნებს სტრესს მიაწერენ, თუმცა რეალური მიზეზი შესაძლოა სწორედ რკინის დეფიციტი იყოს.
„საკვები მხოლოდ კალორიები არ არის — ის ბიოქიმიური ინფორმაციაა ჩვენი სხეულისთვის. მცენარეული რკინის ასათვისებლად მნიშვნელოვანია ინგრედიენტების სწორი კომბინაცია,“ — წერს ნუტრიციოლოგი.
ამ მიზნით ნატა გაგუა ენერგიის მომცემ კერძსაც გვიზიარებს — ჭარხლის ჰუმუსის რეცეპტს, რომელიც მცენარეული რკინის კარგი წყაროა.
მისი რეცეპტის მიხედვით, კერძის მოსამზადებლად საჭიროა შემწვარი ჭარხალი, მოხარშული წითელი ოსპი, ტაჰინი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი და სანელებლები. ინგრედიენტები ბლენდერში ერთგვაროვან მასად უნდა გადაიქცეს, ბოლოს კი მას წვრილად დაჭრილი ტკბილი წითელი წიწაკა ემატება, რომელიც C ვიტამინის წყაროა და რკინის უკეთ ათვისებას უწყობს ხელს.
სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ რკინის მაქსიმალური ათვისებისთვის სასურველია, ასეთი კერძის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში ჩაი ან ყავა არ დავლიოთ, რადგან მათში არსებული ტანინები რკინის აბსორბციას ამცირებს.