1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აღდგომის მარხვას ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ინახავს. ეკლესია მრევლს ხშირად უხსნის მარხვის მნიშვნელობას. ბერი გაბრიელი მარხვის მნიშვნელობას განსხვავებულად ხსნიდა. წიგნში „მოგონებები გაბრიელ ბერზე“ სწორედ მარხვის მნიშვნელობაა ახსნილი.
"ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:
– მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.
მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:
– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს.."
ასევე ნახეთ: