„ბებია დედის ხაზით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში“ - მეცნიერთა დასკვნა

ბებია

დასკვნა, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - ამბობენ გენეტიკის შემსწავლელი მეცნიერები. ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ.

ცხადია, ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი - უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უდიდესი როლი აქვთ ბებია-ბაბუას ბავშვის "ემოციური ინტელექტის განვითარებაში".

სპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია, ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის განვითარებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება ზერელედ მოექცე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან თქვენ არა მარტო საკუთარ თავს აყენებთ ზიანს, არამედ, მომავალ თაობებსაც.