საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი რვაწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, განქორწინების პირობებზე შეთანხმდნენ, - იუწყება BBC.
პიტმა და ჯოლიმ შესაბამის დოკუმენტს ხელი 30 დეკემბერს მოაწერეს.
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 2016 წელს ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა.
ფორმალურად, მათი ქორწინება 2019 წელს შეწყდა, თუმცა ამ დრომდე ისინი განქორწინების პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. ჯოლის და პიტს ექვსი შვილი ჰყავთ, სამი მათგანი მათ იშვილეს.