ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
ესპანეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგედიაზე, რომელიც 9 მაისს მოხდა, ადგილობრივი მედია წერს.
„უბედური შემთხვევა, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, ნუება ტორებიეხას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა, სავარაუდოდ, ცდილობდა, ბინის აივანზე, ტანსაცმლის გასაშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას, რა დროსაც მე-6 სართულიდან გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გოგონას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 1 საათი ცდილობდა, სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", - ვკითხულობთ სტატიაში.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრაგედია, სავარაუდოდ, იმ დროს დატრიალდა, როდესაც მცირეწლოვნის დედა მეორე ბავშვის დამშვიდებას სხვა ოთახში ცდილობდა, გოგონა კი სასტუმრო ოთახში ეგულებოდა. სავარაუდოდ, პატარამ სწორედ ამ მონაკვეთში დატოვა ბინა და აივანზე გავიდა.
ახალგაზრდა ოჯახი, რომელსაც ეს ტრაგედია დაატყდა თავს, ქუთაისიდან არის.