წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766692308
ბათუმში დაკარგული, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს:
,,ყველას... უკლებლივ ყველას, განსაკუთრებით კი ყველა ნამდვილ ადამიანს და იმათაც, ვინც ნეგატიურადაა განწყობილი ჩემს მიმართ (მე ამით ვერასოდეს ვერაფერი დამაკლდება🙌🏽), მინდა მთელი გულით, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით, გისურვოთ უფლის წყალობა, ჯანმრთელობა, იღბალი, ულევი სიხარული, სიკეთე, სიყვარული და ლამაზი, ნათელი დღეები.
მადლობა იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ადამიანობისთვის მადლობა, რომ ასეთი კარგები ხართ.
იმ მცირე რაოდენობის ,,ბოღმის ბუკეტებსაც" და ინტრიგნებსაც მადლობა, რომ არსებობთ, თქვენ, რომ არა ჩვეულებრივი იქნებოდა ადამიანობა, ახლა კი განსხვავებას ხედავს ყველა კარგსა და ცუდს შორის და მოაზროვნე ადამიანი თუ არჩევანის წინაშე დადგება, ადამიანობას და კეთილ საქმეს აირჩევს ისე, თქვენც თუ დაფიქრდებით ბევრად ბედნიერები იქნებით.
ჯერჯერობით ახალი არ მაქვს არაფერი",-წერს ნათია დიაკვნიშვილი.