პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ემიგრანტი, ლიდია მუშკუდიანი, რომელიც წლებია ემიგრაციაშია და ხშირად უკეთებს ორგანიზებას ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლების კონცერტებს, საბერძნეთში.
მას ასევე ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მომღერალ თემურ წიკლაურთან, რომლის შესახებ აქამდე უცნობ, ემოციურ ისტორიას სოციალურ ქსელში იხსენებს.
მისი თქმით რამდენიმე წლის წინ, თემურ წიკლაურთან ერთად რუსთავში, „სტამბოლის ბაზრობასთან“ ყვავილების საყიდლად წავიდნენ, სადაც ერთმა გამყიდველმა თემურს მოკრძალებით ჰოლანდიური ვარდები აჩუქა.
როგორც ლიდია მუშკუდიანი იხსენებს, მომღერალმა აკანკალებული ხმით უთხრა, რომ როდესაც ასეთი კეთილი ადამიანები არსებობენ ქვეყანაზე, საქართველოს გადაშენება არ უწერიაო.
„ეს რუსთავში მცხოვრები ბატონი ვოვა შუბითიძეა რომელიც "სტამბოლის ბაზრობასთან" ყვავილებს ყიდის.
ორიოდე წლის წინ ბატონი თემურ წიკლაური მეწვია რუსთავში და ყვავილების საყიდლად მე-12 მიკრორაიონში ჩავედით. როგორც კი მანქანიდან გადმოვედით, უამრავი ადამიანი შემოგვეხვია. ზოგი ეფერებოდა, ზოგი სურათის გადაღებას სთხოვდა, ზოგი გაოცებული უყურებდა, ეს ღმერთკაცი რომ რუსთავში დაინახეს. უცებ ხალხს ეს არაჩვეულებრივი კაცი გამოეყო და მოკრძალებით სთხოვა. - ბატონო თემურ, თუ იკადრებთ, მინდა, ეს ჰოლანდიური ვარდები გაჩუქოთო. ბევრი იუარა ბატონმა თემურმა, მაგრამ ვერაფერს გახდა და იძულებული იყო, გამოერთმია. ბატონი ვოვა უბედნიერესი დავტოვეთ იმ დღეს.
მანქანაში ჩავსხედით თუ არა, ბატონი თემური გამეხუმრა: ასე უნდა იარო ჩემ გვერდით ყოველთვის და ადვილად იცხოვრებო, თუმცა მივხვდი როგორ აუკანკალდა ხმა, ცრემლიც ჩამოუგორდა და მითხრა: როდესაც ასეთი კეთილი ადამიანები არსებობენ ქვეყანაზე, საქართველოს გადაშენება არ უწერიაო... 20 ლარის გულისთვის მთელი დღე ქუჩაში დგას და იყინება და ეს რა გააკეთა, ვერ ვინელებო.
...შარშან ისევ ვეწვიე ამ არაჩვეულებრივ ადამიანს და ვთხოვე... - ხვალ ბატონი თემურის საფლავზე მივდივარ და იქნებ ერთი პატარა გვირგვინი გამიკეთო-მეთქი. გაგიკეთებ იმ შემთხვევაში, თუ ფულს არ გადამიხდითო. გავუძალიანდი... არც კი გამიბედოთ, თორემ სხვაგან ვიყიდი-მეთქი. დამთანხმდა. მეორე დღეს მივაკითხე... გვირგვინი გამზადებული დამახვედრა, თუმცა მთხოვა და დამაფიცა, მხოლოდ ნახევარი ფასი გადამიხადეო... ვერაფერს გავხდი. მერე მიტრიალდა, ულამაზესი ვარდების თაიგული გამოიტანა და - ეს ჩემგან წაუღეთ ბატონ თემურსო.
ყელში ბურთი მომებჯინა და კინაღამ დამახრჩო... ღრიალი მინდოდა... არც კი ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ისეთი თვალებით შემომხედა, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. ბატონი თემურის სიტყვები გამახსენდა: - როდესაც ასეთი გულიანი, თბილი, ტკბილი, უპატიოსნესი ადამიანები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერიაო. მადლობის თქმა კი დამაგვიანდა, მაგრამ ახლა გეტყვით სახალხოდ, ჩემო კარგო ადამიანო! დიდი მადლობა ბატონო ვოვა! დიდი მადლობა, რომ არსებობთ ამ ქვეყანაზე! დიდი მადლობა, რომ ჩემი თანამოქალაქე გქვიათ და დიდი მადლობა, რომ ჩემი მეგობარი გქვიათ! მადლობა ჩემი და ბატონი თემურ წიკლაურის სახელით. მე თქვენ მიყვარხართ და ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით. პ.ს. რუსთაველებო, აუცილებლად უნდა იცნობდეთ და უნდა ვიამაყოთ ამ უპატიოსნესი ადამიანის არსებობით ჩვენს ქალაქში“, - წერს ლიგა მუშკუდიანი.