მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია აცხადებს, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით არის შეძენილი, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ოქროს ფონდში.
"დღეს დაბრუნდა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი საქართველოში, რომელიც შეძენილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ძალისხმევით და მისივე სურვილით.
უნიკალური ხელნაწერი გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ოქროს ფონდში, ღია გამოფენაზე და იგი განთავსდება ბედიის ბარძიმის გვერდით, ისეთი სიწმინდეების გვერდით, როგორიც არის ანჩისხატი, წილკანის ხატი და სხვა... ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმში მოინახულონ,"- აცხადებს იოსებ ბაღათურია.