ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რომელსაც თბილისის მერი დაესწრო

ბარბარობის დღესასწაული

ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დაესწრო.

ღონისძიებაზე სხვადასხვა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი, პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.