ბაკურიანი ზამთრის სეზონისთვის ემზადება - სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს დაიწყება

ფოტო

ბაკურიანი ზამთრის სეზონისთვის ემზადება. სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს დაიწყება. "მთის ტრასების სააგენტომ" დიდველზე არსებულ გონდოლის ტიპის საბაგირო, "ნოდოზე" რემონტი დაასრულა.

მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, საბაგიროს ტექნიკური ინსპექტირებისა და განახლების სამუშაოები ჩაუტარდა. საბაგიროს გამართული მუშაობისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, შემოწმდა გონდოლების დამჭერი სისტემა და საყრდენ ბოძებზე განთავსებული ბალანსირების მექანიზმი. მოხდა მათი განახლება.

✕