„ბახმაროში დაიწყო მიწისძვრების რამდენიმე სერია...“ - რას ამბობს სეისმოლოგი გურიაში მომხდარ მიწისძვრებზე

მიწისძვრა

გუშინ და დღეს გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მიმდებარე სოფლებში ბიძგები 3-ჯერ დაფიქსირდა. რყევები  4.5,  4.2, და 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. 

სეისმოლოგები მოსალოდნელ, განმეორებით ბიძგებზე საუბრობენ, მათი თქმით, მსგავსი ბიძგები საშიში არ არის.

„ბახმაროში დაიწყო მიწისძვრების რამდენიმე სერია. ძირითადად, ეს არის ოთხიანის რიგის მაგნიტუდის, თუმცა იყო მიმყოლი ბიძგები, მაგალითად, 2-იანი რიგის მაგნიტუდის. ეს არ არის გამორჩეული მოვლენა. საქართველოს არის სეისმურად აქტიური რეგიონი, საქართველოში ხდება მიწისძვრები, საქართველოში არის დამანგრეველი მიწისძვრების საფრთხე დამოუკიდებლად იმისგან, რა მიწისძვრა მოხდა თურქეთში ერთი კვირის წინ.

გადაჭრის გზა არის საკმაოდ გრძელვადიანი და პრინციპული, რადგან აქ საჭიროა, როგორც საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, ისე აღსრულებაზე მკაცრი მონიტორინგი", - თქვა ლაშა სუხიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრის დროს.