ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1763199570
ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი 17 წლის შვილი, გიორგი ნავერიანი გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
„გიორგი ნავერიანი თამაზის-ძე. რა დასანანი, სამწუხარო და სავალალოა ასეთი ახალგაზრდა ვაჟკაცის ასე უდროოდ და ტრაგიკულად წასვლა იმიერში. გისამძიმრებთ მშობლებს, ოჯახის წევრებს, სანათესაოს, ნავერიანების საძმოს, ეს მთელი სვანეთის და ჩვენი ერის ტკივილია, ბოროტი ბობოქრობს და გვტაცებს საჯიშე ბიჭებს, ღმერთო, დაგვიფარე და აგვაცდინე ასეთი მწარე განსაცდელი, მწარე სიკვდილით რომ მთავრდება, მიეცი გამძლეობა თავზარდაცემულ მშობლებს, სული უკვდავია, მაგრამ ის რომ სამოთხეში მოხვდეს და ცხონდეს ამისთვის ღვაწლი და შრომაა საჭირო, არც ეს გიშველის თუ უფლის ნება არ იქნება, უფალმა კი იმიტომ დაგვბადა, რომ ვცხონდეთ, ყველას ცხონება სურს უფალს. გადმოგვხედე უფალო და შენი შეუცნობელი განგებულებით უშველე ყველა ასეთი გარდაცვლილის სულს, რომ ცხონდეს, მშობლის ლოცვას ჯოჯოხეთიდან ძალუძსო შვილის სულის ამოყვანა, უფალმა უკეთ იცის ცხონების გზები და ყველაფერი წარმართოს გიორგის სული რომ ცხონდეს და არ იტანჯებოდეს. გამძლეობა ჭირისუფალს, დიდი საცოდაობა ტრიალებს დღეს ნავერიანთა გვარში ენით არ გამოითქმის, შენ გვიშველე დაგვიფარე და გვიხსენი ასეთი განსაცდელებისაგან უფალო...მართლა ავ თვალს არ დაენახვებოდა ისეთი ბიჭი ყოფილა...“, - წერენ სოციალურ ქსელში.