დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებისთვის.
„რუსეთი ვიდრე განაგრძობს ყველა სამშვიდობო მცდელობის უარყოფას, მის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს და უკრაინისთვის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება უნდა გაგრძელდეს“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს გაყინული აქტივების საკითხიც.
„განვიხილეთ არსებული დიპლომატიური სიტუაცია და ევროკავშირის სამუშაოები გადაწყვეტილებაზე, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის თავდაცვის მიზნით გამოყენებას ეხება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.