„კიდევ ვიტირე, მერე მაკიაჟი წავისვი და მაკრატელსაც შევყევი...“ - მარი ნაკანი მეუღლეს დაშორდა
1771668696
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მოინახულა. როგორც ეპისკოპოსი ამბობს, ექსპრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში:
„მე ახლა გავიგე ანალიზებს არ იკეთებსო. ზოგადად, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება, ამაში ადანაშაულებენ მას და მე ვამბობ, რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა. მე ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ, ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის ეს თემა გამორიცხულია. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში, ნებისმიერ შემთხვევაში მოწყალების გაღება ადამიანს ღირსებას მატებს,"- აღნიშნავს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზი.