"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi, რომელიც Volkswagen-ის მფლობელობაშია 7 500-მდე თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამუშაო ადგილების შემცირება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, პერიოდულად განხორციელდება, რაც გერმანიაში, საავტომობილო სფეროში, პრობლემების არსებობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია.
ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ავტომობილების მწარმოებელმა თქვა, რომ 2029 წლისთვის თავის გერმანულ ქარხნებში 7500-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს, რათა შეამციროს ხარჯები და ამით დაეხმაროს Audi-ს ელექტრომობილებზე გადასვლაში.
Audi-მ განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში 1 მილიარდი ევროს დანაზოგს ელის და რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გერმანიის ქარხნებში 8 მილიარდ ევროს ინვესტირებას განახორციელებს, რათა დაეხმაროს მათ ელექტრო მანქანების წარმოებაში.