ათენის ქართული ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნინა ალექსიძე

ათენის ქართული ინსტიტუტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ათენის ქართული ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და თეატრმცოდნის, ქალბატონი ნინა ალექსიძის გარდაცვალების გამო.

ნინა ალექსიძე ათენის ქართული ინსტიტუტის კულტურული და სამეცნიერო საქმიანობის აქტიური შემოქმედი იყო. მას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის ქართული და ბერძნული თეატრის ისტორიის კვლევასა და ქართულ-ბერძნული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.

ათენის ქართული ინსტიტუტი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის მეუღლეს - ინსტიტუტის დამფუძნებელს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, შვილებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

✕