აშშ-ისა და თურქეთის საელჩოები დაღუპული მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებენ

აშშ-ისა და თურქეთის საელჩოები

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო", - განცხადება ამერიკის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"გულითადად ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს", - ნათქვამია ტექსტში.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს თურქეთის საელჩოც.

"მწუხარებით შევიტყვეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, ბატონი გიორგი ლელაშვილი. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ჩვენს ქართველ მეგობრებს. მშვიდად განისვენოს გმირი გიორგი ლელაშვილის სულმა", - წერია თურქეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც იქსზე გამოქვეყნდა.