კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, ქალბატონ სარა რუპერტს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგამოძიებო სამსახურისა და INL-ის მრავალწლიანი წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, აიმაღლონ კვალიფიკაცია ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, გაიზიარონ ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საგამოძიებო სამსახურის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საგამოძიებო სამსახურის წინაშე არსებული პროფესიული თუ ტექნიკური საჭიროებები, გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის სფეროს გაფართოებისა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის თაობაზე.