1727944755
„ასეთი ახალგაზრდა როცა მიდის საერთოდ ყველა ტკივილი ჩუმდება... ვტირი თქვენთან ერთად“ - წერს მაკა შალიკაშვილი
კასპში მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა: გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი.
მომხდარ ტრაგედიას მსახიობი მაკა შალიკაშვილი ეხმაურება და დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს უსამძიმრებს.
„მისი დაბადება მახსოვს, ჩემს თვალწინ გაზრდილი ბავშვი....გიორგი ხუციშვილი მისი დედიკო - უსაყვარლესი ეკა გასულ წელს...
15 აგვისტოს ჩემი მამის ერთი წელი ხდება, იმას ვგლოვობ, ყოველი დღე მახსოვს რას გავდიოდით ერთად 15 აგვისტომდე სანამ გავიდოდა ამ სოფლიდან. მაგრამ, გიოს გარდაცვალებამ ყველაფერი გადაწონა, ასეთი ახალგაზრდა როცა მიდის საერთოდ ყველა ტკივილი ჩუმდება, საერთოდ ყველაფერი ჩერდება, ვერც ახსნი, მხოლოდ ლოცვა მხოლოდ იმედი რომ, იქ ისევ ციცო ბებოსთან... ნოდარი პაპასთან, და ეკასთან..
ჩემო საყვარელო სოფო და ჩემო ძმაო თემო - ყველა ხუციშვილო - ჩემო ჭირისუფალო თითოეულო იგოეთელო
გისამძიმრებთ და ვტირი თქვენთან ერთად“, - წერს მაკა შალიკაშვილი.