,,ასე როგორ ,,აბოლებთ” პაციენტებს, რომ უსარგებლო კვლევებს უნიშნავთ” - ზაზა თელია მიმართვას ავრცელებს

დერმატოლოგი

 ზაზა თელია, საკუთარ ,,ფეისბუკ" გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

,,აი ერთი ფენომენი ვერ გამირკვევია.

სტატისტიკურად მაგალითად ვინც ჩვენთან კლინიკაში რეკავს ან ფეისბუქზე გვწერს ჩაწერასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი შეკითხვა კონსულტაციის ღირებულებას ეხება, ანუ მოსახლეობას უჭირს, ანუ 120ლარი კონსულტაციის ღირებულება ანუ 44 დოლარი ეძვირებათ, იმიტომ რომ ერი გაჭირვებულია....

ხოდაა ვერ გამიგია, ასე როგორ "აბოლებთ" პაციენტებს, რომ არაფრისთვის საჭირო, არაფრის მაქნის და უსარგებლო კვლევებს უნიშნავთ ზოგჯერ 500 ლარის, ზოგჯერ 1000 ლარის და ზოგჯერ 2000 ლარის ღირებულების..... და შემდეგ ამავე ღირებულების არაფრის მაქნის "fake" წამლებს უნიშნავთ.....რა ფენომენთან გვაქვს საქმე",-წერს ზაზა თელია.