პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი კაცისგან მოყენებულ ზიანს ან ტკივილს გაგებით ხვდები, პირჯვარს წერ და უშვებ შენი ცხოვრებიდან. სამაგიეროდ, სანთელივით უფრთხილდები უანგაროებს და ალალებს და არანაირად არ ბოროტდები მთელ სამყაროზე. იცი, რომ დედამიწაზე გაცილებით მეტია კეთილი ადამიანი, ვიდრე ვერაგი და ბოროტი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა იყოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ადამიანის გულს უზომოდ ათბობს კეთილი სიტყვა, ამიტომ მადლობას გიხდით ყველას, თქვენი კეთილი სიტყვისა და სურვილებისთვის.
ასაკის მატებასთან ერთად (52 წელი ცოტა ნამდვილად არ არის), დროს სხვაგვარად აფასებ. მინდა, რომ დრო, რომელიც მიწაზე უნდა გავატარო, ამაოდ არ დაიკარგოს, მოხმარდეს ქვეყანას, ხალხს, სასარგებლო საქმეებს. მინდა, მომეცეს ამისი საშუალება.
ასაკის მატებასთან ერთად, საკუთარ თავს და შესაძლებლობებს უფრო საღად და ზომიერად აფასებ. როცა ყურში ბოროტი ჩაგჩურჩულებს: "სხვებზე უკეთესი ხარ", უმალ ღმერთს დამდაბლებას სთხოვ. მე ვიცი, ეს რას ნიშნავს და მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ხელი არ გამიშვა და ყოველთვის მახსენებს: "არავისზე უკეთესი არა ხარ".
ასაკის მატებასთან ერთად, შეცდომების მიზეზებს მხოლოდ საკუთარ თავში ეძებ, ვიდრე სხვებში და ეს კარგია.
ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი კაცისგან მოყენებულ ზიანს ან ტკივილს გაგებით ხვდები, პირჯვარს წერ და უშვებ შენი ცხოვრებიდან. სამაგიეროდ, სანთელივით უფრთხილდები უანგაროებს და ალალებს და არანაირად არ ბოროტდები მთელ სამყაროზე. იცი, რომ დედამიწაზე გაცილებით მეტია კეთილი ადამიანი, ვიდრე ვერაგი და ბოროტი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა იყოს.
ასაკის მატებასთან ერთად, მოდის ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ არც ერთ ასაკში არ გვაწყენს სიბრძნე, რომ მგლები ბატკნებისგან გავარჩიოთ, არ ვცდუნდეთ. ჰოდა, ღმერთს ვთხოვ, ეს სიბრძნე მომცეს.
კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება, ასაკის მატებასთან ერთად. სამყაროს როგორ შეიცნობ 52 წელიწადში ან 100 წელიწადში... იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ, თქვენს ოჯახებთან ერთად,“- წერს ირმა ინაშვილი.