დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
ხმაურია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასახლების პროცედურას ატარებს. საქმე ეხება მარინა ხატიაშვილის ოჯახს, რომელსაც მევახშისგან გარკვეული თანხა ჰქონდა აღებული. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე ბიუროში 2018 წელს შევიდა. მათი თქმით, გასახლების პროცედურა, ამ დროის განმავლობაში, ხუთჯერ გადავადდა. პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები და გასახლებას აპროტესტებენ.
„ამ წუთებში, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, აღსრულების პოლიცია ბინაში ჯერ არ შესულა. გამოძახებულია სამაშველო სამსახური, რომელიც კარის გაჭრას ახორციელებს.
ბინაში მყოფმა ადამიანებმა, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ, გაუშვეს წიწაკის სპრეი, ჩვენი მხრიდან, არც აღსრულების ეროვნულ ბიუროს და არც საპატრულო პოლიციას რაიმე ტიპის სპრეი ან გაზი გამოსახლების პროცესში არ გამოუყენებია.
რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, აღსრულების ბიუროში შემოსულია 2018 წელს, ეს პროცესი გადადებულია 5-ჯერ, მორალური პრინციპების საფუძველზე. ჩვენი ინიციატივით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ბოლო მოლაპარაკება გუშინ გაიმართა. მოვალე მხარეს ჰქონდა შეთავაზება, მოვალეს აძლევდა ალტერნატიულ ფართს, ასევე აძლევდა უფლებას, გამოესყიდა ქონება, თუმცა, ,მოვალე მხარემ ალტერნატიულ ფართზეც უარი განაცხადა.
შესაბამისად, აღსრულების პოლიცია ახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით და ჩვენ მოვუწოდებთ, აქ შეკრებილ მოქალაქეებს, დაემორჩილონ აღსრულების პოლიციის და საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს,“ - ამბობს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პაატა შამუგია.
ასევე ნახეთ:
ძლიერი ყინვა, თოვლი და ნისლი - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
„როგორ გვენანებით...“ - ვინ არის ოზურგეთში ავარიისას დაღუპული პედაგოგი