1773951610
არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, წესის აგების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრები. შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა
შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა, 09:00 საათზე და დაიწყება საღვთო ლიტურგია. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენს ამ წირვას. ასევე შაბათს იქნება საღამოს მწუხრის ლოცვა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, კვირას, ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ, შესრულდება წესის აგება.
„კვირას იქნება ბასილი დიდის ლიტურგია, ლიტურგიის შემდეგ წესის აგება. სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრებიც და შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონი საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა. შეიძლება ვთქვათ, რომ ხალხის ზღვაა, უამრავი ადამიანი სურვილია რომ გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. უწყვეტად მიმდინარეობს გალობა და პანაშვიდები და სხვადასხვა მღვდელმთავარი თუ მღვდელი პანაშვიდს აღავლენს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.











