პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიამ ცქიფურიშვილი, რომელიც თამამი, გულახდილი და ღია ფეისბუქპოსტებით გამოირჩევა, ამჯერად, ვრცელ სიტყვას წერს, რომელსაც “სააღდგომო აღსარებას” უწოდებს. აი, რას აქვეყნებს მსახიობი.
მარიამ ცქიფურიშვილი: მივხვდი, რომ შინაგანად ვატარებ ბრაზს. ადამიანებზე ვარ გაბრაზებული, ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე. ყველაფერზე გაბრაზებული ვარ. ეს ბრაზი არის თითქოს რაღაც დიდი წყენიდან წარმოქმნილი. ბრაზიანი ვარ შიგნით.
არ ვიცი, რით ვუშველო ამ ბრაზს. ადამიანებზე ვბრაზობ ძალიან ვბრაზობ. ყველაზე.
არ მინდა ყალბად მიყვარდნენ. მართლა მინდა შევძლო მათი სიყვარული.
თუმცა გაბრაზებული ვარ მათზე და საერთოდ აღარ მაქვს არავისთან ურთიერთობის რეალური სურვილი.
არავისთან მსურს ლაპარაკი, არც გაზიარება აღარაფრის.
(ამასაც რასაც ვწერ ახლა, სინამდვილეში არ სურვილიდან არის ვიდრე სურვილიდან).
და თუ მომიწია კომუნიკაცია, ხმის ამოღება აღარ მინდა, ლაპარაკი აღარ შემიძლია ადამიანებთან, არავისთან.
ან თუ რამეს ვიტყვი მხოლოდ ის მინდა ვუთხრა რაში იტყუებიან. რაში არიან ცრუები. პირში მივახალო მათ რომ ყოველ სიტყვაში 100-დან 99% ცრუ ლაყბობაა, გასაღებული როგორც სიმართლედ, როგორც, სიყვარულად, როგორც პროფესიონალიზმად, როგორც მეგობრობად.
ამ ბოლო დროს მიჭირს მატერიაში ყოფნა, მატერიაში კმაყოფილად ცხოვრება და არა იმოტომ რომ დედამიწა არ მიყვარს, ან სიცოცხლე ან ცხოვრება, არამედ იმოტომ
რომ ყველგან და ყველაში ვხედავ ტყუილს. და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.
ალბათ გამოსავალი ის არის თავად არ მოვიტყუო, ხოდა, სწორედ ამიტომ ან ხმას აღარ ვიღებ ან პირში ვახლი რაში ტყუიან, რაში ცრუობენ.
სხვაგვარად აღარ ვიცი, როგორ ვიურთიერთო გარემოსთან.
იმასაც ვხედავ, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ ტყუიან ეს არის მთელი ამბავიც. ზოგადად ადამიანებმა არ იციან რომ ცრუპენტელები არიან.
მართალი ჰგონიათ თავიანთი თავი.
ეს ვიცი იქიდან რომ ვხედავ ამას მათში, და ასევე იქიდანაც რომ თავადაც გამივლია ეს, თავადაც მგონებია მართალი თავი.
თუმცა იცით რა? მე არაფრით არ განვსხვავდები ადამიანებისგან ერთი რამ შემიძლია მხოლოდ, თუ მივხვდი რომ ვტყუოდი ვაღიარო და მოვინანიო.
აღიარება შემიძლია, გულწრფელი აღიარება და ამის გამო თავი არ მეჩაგრება, არ ვკნინდები.
რადგან ჩემი მოტივაცია ვიყო მართალი კი არააა, არამედ არ ვიტყუებოდეა.
ადამიანებს ძალიან უჭირთ აღიარონ, რომ ცრუობდნენ და სულ ვფიქრობ რატომ უჭირთ ეს?!
ნუთუ არ უყვართ სიმართლე ადამიანებს?
თუკი გავიგე რა არის სიმართლე და მე ამ დროს თურმე ვტყუოდი, ხომ სიხარულით გავყვები, რაც მართალი ყოფილა და ბოდიშს მოვიხდი ტყუილის გამო?
ეს ხომ თითქოსდა ასეთი მარტივია, რადგან მართალი თუ გაიგე მან გააუქმა ტყუილი.
რატომ ეჩაგრება ადამიანს ასე უკიდურესად თავი თუ აღმოაჩინა რომ ცდებოდა? რას ვერ თმობს?
ტყუილ ყოყოლოჩინობას?
მე არ მესმის ადამიანებს ეს რატომ უჭირთ. ნუთუ მთავარი მათთვის ის არ არის მართალს გაჰყვე?
ვერ გრძნობენ მართალს?
თუ უჭირთ აღიარება რომ ცრუობდნენ?
აი თქვენ პირადად, ვერ გრძნობთ მართალს? თუ გიჭირთ აღიაროთ რომ რაღაცაში ცრუობთ? რაში გეჩაგრებათ თავი? ვის წინაშე?
რომელია აქ მთავარი წყარო.
როგორც ვაკვირდები უფრო ის უჭირთ აღიარონ, რომ თურმე ტყუიან, რომ მთელი მათი ვითომ
ასე ნაფოფინები, ცხოვრება და განცდები ტყუილი ყოფილა,
რადგან ამ დროს თავის სისუსტეს გრძნობენ ადამიანები და ძლივს შეკოწიწებული ცრუ სიძლიერე, ცრუ “მართლობის” და წარმატების ილუზია ემსხვრევათ.
არადა, არ ცოდნის გამო ვცრუობთ და თუ გავიგეთ სიმართლე, მაშინ ეს აბათილებს არცოდნას. სიმართლე აბათილებს ცრუს, ნუ გეშინია თუ ცრუობდი თუ შეცდი.
ცოდნა სიმართლის, აბათილებს არცოდნას.
და ის რომ მე დღეს ადამიანებზე ვბრაზობ, ეს ბრაზი ეკუთვნის ამ სისუსტეებს რომელსაც არ შეუძლია აღიაროს რომ
ცდება, რომ
ცრუობს, და ყველაფერს აკეთებს თავი იმართლოს. რომელი სისუსტეც ძალად არის გასაღებული, სინამდვილეში კი ცრუ ძალაა.
როგორც კი განმიგმირავს სიმართლით ადამიანი, ეგრევე გასაცოდავებულა ან მოვუშორებივარ, მტრად მომკიდებია გაბოროტებულა, სახე აურიდებია, გაქცეულა.
სწორედ ეს არის დასტური სისუსტისა, ცრუ გარბის ან ბოროტდება, არ არკვევს სიმართლეს. არამედ გაგირბის, გიშორებს, ცდილობს თავი აგარიდოს.
ამასთან ერთად ეს ბრაზი მაქვს იმიტომ ადამიანების მიმარათ რომ მათ შეუძლიათ ცრუ ძალით, ამბიცია ქჰონდეთ ჭკუა გასწავლონ და თავი გაგრძნობინონ რომ ვითომ შენ ხარ სუსტი.
ცრუ ძალას სურს იბატონოს და სხვაში მართალისკენ სწრაფვა ჩაახშოს.
და მე არ ვიცი ამას როგორ გავუმკლავდე.
ამ არაადამიანობას ადამიანებში.
ერთადერთი ახლა რასაც ვგრძნობ არის პირში მივახალო ყველას რომ ცრუა და ცრუობს და რომ ცრუ ძალაა და რომ სინამდვილეში სუსტია.
გავგმირო მახვილით, ორლესული სიტყვის მახვილით.
და მეორე გზაა, სიჩუმის.
სიჩუმეა სიცრუის მხილებელი.
თუმცა როგორც შოთა იტყოდა:
“ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.
დღეს უფრო სიჩუმე მსურს, აღარ მსურს საუბარი არავისთან, რადგან ისე ვბრაზობ ადამიანზე თუ ხმა ამოვიღე აუცილებლად განიგმირება ჩემი სიტყვებით.
დღეს უფრო პირში მიხლა მინდა მათთვის რომ ცრუობენ და რომ ეს ცრუ ძალაა, სინამდვილეში სუსტიდან წარმოქმნილი ცრუ თავდაჯერებულობა, რასაც დღეს თითქმის ყველა ავლენს.
და დღეს მეც სისუსტიდან ვბრაზობ, მაგრამ მე ვაღიარებ ამას, აღსარებას ვეუბნები ყველა იმ ცრუ “ძლიერს” რომ ერთადერთი ძალა რაც კი შეიძლება არსებობდეს სამყაროში სისუსტის აღიარებაა,
დიახ დღეს ბრაზი მეტია ჩემში და მახვილით განგმირვის სურვილი, სხვებისთვის სახის ახევის, რადგან დიდხანს ვითმინე მათი სიცრუე, მათი ტყუილები, მათი ყალბი სიყვარული, ყალბი თავდაჯერებულობა, ყალბი სიბრძნე.
იცით, რომელ ღმერთს ვგავარ ახლა?
წარღვნა რომ მოუვლინა მთელ სამყაროს და მხოლოდ ნოე რომ იხსნა, ან ერთი მართალი ლოტი. მხოლოდ ერთი!
სწორედ მაგ ღმერთს ვგავარ, ვინც მთელი დედამიწა გაწირა და მიანგრ-მოანგრია
რადგან არ შეეგუა სიცრუეს, ტყუილს.
და მას უყვარდა ყველა, მაგრამ არ დაენანა გაენადგურებინა ყველაფერი რაც ცრუ იყო.
და მე მესმის მისი. მესმის ამ “ბოროტი” ღმერთის, რომელსაც ხელეწიფება მიწასთან გაასწოროს ყველაფერი, რაც უყვარს, თუკი მათში ყალბმა გადაფარა მართალი.
მეც აღარ მენანება აღარავინ, აღარაფერი, არც მეგობარი, არც კოლეგა, არც ნათესავი, არც “უცნობი” და არც “ნაცნობი”
რადგან მათში ვეღარ ვხედავ ტყუილის, ცრუ ამბიციების, წარმატების,ფულის და სიამოვნების მოხვეჭის გარდა ვეღარაფერს.
სხვებზე გამარჯვების როყიო სურვილის გარდა ვერაფერს ვხედავ ადამიანებში.
არავის სურს იყოს “დამარცხებული”, არადა, გმირი ის არის ვინც იცის რომ დამარცხდება და მაინც იბრძვის.
ახლა მე წაეგებული ადამიანი ვარ, რომელსაც მიჭირს ამ ცრუ ბრძოლაში ვიომო, ამ ცრუ “გამარჯვებულებში” ამ ცრუ “წარმატებულებში” ადგილს ვერ ვპოულობ და ალბათ ამიტომაც ვბრაზობ.
და ერთი რაც დამრჩა ვიყო გაბრაზებული თუმც გულწრფელად, მართლიდან.
ახლა ბრაზიანი ვარ.
ბრაზიანი ღმერთი!
ვიცი, რომ ეს ძველი ღმერთია, და რადგან დღეს გადავწყვიტე სიმბოლოებით ვილაპარაკო, იმასაც ვიტყვი რომ დღეს ძველი ღმერთი ვარ, რომელიც ბრაზობს.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ წარსულში და ძველში დიდხანს ჩარჩენაც ტყუილი იქნება და ძველი ბრაზიანი ღმერთის მერე ქრისტე იყო, ქრისტე (ადამიანის შიდა არსი, სინდისი, კეთილი, სიყვარული), რომელიც მსხვერპლად შეეწირა ამ ვირისშვილ, მატყუარა ცრუ ადამიანებს, სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი, ანუ თავად მოკვდა მათთვის ერთი მართალი, მთელი ცრუპენტელა ქვეყნიერებისთვის, რადგან თუკი რამ არის სიმართლე, ეს სიყვარულია. გიყვარდეს ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა და თქვა:
“აპტიე მათ “ბოროტო” დაუნდობელო ღმერთო, რამეთუ არ იციან რას აკეთებენ”
და ეს თქვა მაშინ და მათ მიმართ, ვინც გკლავს.მსხვერპლად გაიღო საკუთარი სხვებისთვის და ამით იხსნა ყველა ცრუ, ამით იხსნა ადამიანი, ადამიანში მართალი ღვთიური ნაპერწკალი.ახლა გავიგე, რას ნიშნავს იყო მხსნელი.თუმც ჯერ არ ხელმეწიფება ასე მოვიქცე, ნამდვილად მიჭირს ეს, ამიტომ გითხარით რომ აღსარებააა ეს ჩემი,აღიარება, რომ დღეს უფრო ბრაზი, ვარ ვიდრე სიყვარული, დაუნდობელი ღმერთი, რომელიც გაწირავს ყველას და ყველაფერს, მიწასთან გაასწორებს მართალი მრისხანებით, მაგრამ ამ მრისხანების უკან, სიყვარულია, რომელი სიყვარულიც (ინდური პოხუისტური ღმერთის ეგოისტური სიყვარული კიარაა,), არამედ სიყვარული, რომელსაც ხელეწიფება თავი გაწიროს, მსხვერპლად შეეწიროს, ერთი მართალი, მთელ ცრუპენტელებს, რომ ამით გააღვიძოს მათში, ცოცხალი ღმერთი, მათში სინდისი.აი, ეს არის “ტატ ტუამ ასი” - “მე ვარ შენ”, როცა ხელგეწიფება ისე გიყვარდეს ადამიანი, ისე გიყვარდეს “სხვები” რომ მათთვის საკუთარი გაიღო, რადგან ამ უდიდესი სიყვარულიდან სხვა არც არსებობს და რადგან სხვაც შენ ხარ..