ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობა კასპში - სოფელ ფერმაში 15-16 წლის მოზარდები, სავარაუდოდ, დანიშნეს. კადრები, სადაც, სავარაუდოდ ნიშნობა ჩანს, სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებს არასრულწლოვანი ბიჭი მეცხრე კლასელ გოგოს ხელზე ბეჭედს.
ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.
მოზარდი გოგოს ბაბუა, რომელიც ასევე სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ ეს ნიშნობა არ ყოფილა, გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და ბეჭედი საჩუქარია.
„არაფერი ქორწილი არ ყოფილა, ცრუ ინფორმაციაა. ბავშვი ოჯახშია, სახლშია, ყველანი თავის ოჯახებში არიან და ყველაფერი ტყუილია. ვიღაცამ ვიღაცას საჩუქარი რომ მიუტანოს, ეგ რამეს ნიშნავს? ჩვენთან დაბადების დღეებს ეგრე იხდიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 18 წლის ზევით არის ქორწინება და არა 18 წლამდე“, - ამბობს მოზარდის ბაბუა, სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია.