„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა. ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა, დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციურ სტატუსი დაწერა:
„40 დღე უშენოდ…
გუშინდელივით მახსოვს შენი ღიმილი, ხმა, თბილი სიტყვები…
დღეს კი უკვე 40 დღეა, რაც ცა შენი სახლი გახდა.
შენ არ იყავი უბრალოდ ქმარი —
შენ იყავი ჩემი სიმშვიდე,
ჩემი საყრდენი,ბედნიერება,ძალა და იმედი…
საუკეთესო მეგობარი, ვისთანაც დუმილიც კი სითბოთი იყო სავსე.
შენ არ იყავი უბრალოდ მამა —
შენ იყავი მათთვის მთელი სამყარო.
სიყვარულით სავსე, მზრუნველი, მასწავლებელი და გმირი.
მამა, რომელიც თვალებში წერდა ზღაპრებს და გულში ტოვებდა უსაფრთხოებას.
ახლა ზეცაში ხარ, მაგრამ ჩვენთან ხარ —
ჩვენს ღიმილში, ჩვენს ტკივილში, ჩვენს მოგონებებში.
არასოდეს დაგივიწყებთ…
და სანამ ამ ქვეყანაზე ვსუნთქავთ — შენი სახელი სიყვარულით იცხოვრებს ჩვენს გულებში