არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება. არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს.

ამ გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ შესაძლებლობა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია და გაიარონ პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგ კურსი, ხოლო პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, აიმაღლონ სტატუსი 2026 წლის 1 იანვრამდე.