პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ არახამია პოულობს დროს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს და თავისი განცხადებებით საქართველოში აგიზგიზებულ ცეცხლს ნავთი დაასხას“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით მიუღებელია, არახამიას განცხადებები, რომელიც არადიპლომატიური ენით საუბრობს.
„სამწუხაროდ არახამია, რომელსაც არაფერი უფლება არ აქვს, რომ საქართველოს შიდა საქმეში ჩაერიოს და მით უმეტეს მაშინ, როცა მისი სამშობლო, მისი სახელმწიფო, ასეთ მძიმე სიტუაციაშია და ყველა ვგულშემატკივრობთ მაინც პოულობს დროს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს.კონსენსუსს არ უნდა ებრძოლოს, თვითონ ხომ მომლაპარაკებელია და მაშინ ნავთს ასხამს საქართველოში გაგიზგიზებულ ცეცხლს?!
იმის ნაცვლად, რომ ეთქვა რა კარგია დეპუტატები ჩამოვიდნენ კიევში და ეს მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ გამოვასწოროთ მდგომარეობა და ჩვენ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა აუცილებლად გვჭირდება, სამარცხვინო რაღაც თქვა, რომ სელფის გადასაღებად ჩამოვიდნენო.
ასე თუ იყო დიპლომატი ხარ და პოლიტიკოსი ხარ, როგორ ამბობ, როდესაც ქვეყანას, უკრაინას სჭირდება მეტი მხარდამჭერი და როგორც იქნა გამოფხიზლდა ქართული ოცნება, ეს მართლა სამარცხვინო რეალობა და გამოასწორეს ვითომ, ან შეეცადნენ გამოესწორებინათ და ჩავიდნენ. არა მაინც ცეცხლს ნავთი უნდა დაასხას, ამიტომ მიუღებელია როგორც არახამიას იგივე არესტოვიჩის აბსოლუტურად წინდაუხედავი განცხადებები, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან უკრაინა მილიონჯერ მეტ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის ვიდრე ჩხირკედელაობს და აფუჭებს რაღაცებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრის დროს.