„არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის...“ - რას ჰყვება ანასტასია გომელაური მამაზე

აა

ანასტასია გომელაური, ნიკო გომელაურის შვილი, „სხვა ნანუკასთან“ მამას ემოციურად იხსენებს. 

„არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის. დაბლოკილი მქონდა ფიქრები, სადღაც 9 წლის მერე გავაცნობიერე, რომ არ არის. ერთ ჩემს ძალიან ახლო ადამიანს ვესაუბრე, თერაპიაზე დავდიოდი და მან მიმახვედრა... ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის, ჩვენ შორის ძალიან პატარა სხვაობა გამოდის“,- ამბობს ის.