„არ შეინახოთ თბილი ტანსაცმელი... მოსალოდნელია სიცივე და ძლიერი წვიმა“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება

ამინდის გაუარესება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს, ჯერ არ შეინახონ თბილი ტანსაცმელი, რადგან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

„თქვენ უკვე აპირებთ შეინახოთ თბილი და მშვენიერი ტანსაცმელი ან უკვე გადაეწყვეთ ზაფხულისთვის?ამისთვის ამ უქმეებზე ნამდვილად ადრეა, სიცხისა და მშვენიერი მზიანი დღეების მოყვარულთათვის მძიმე დროა, მაგრამ შესანიშნავი ამბავი წვიმაზე შეყვარებულებისთვის....

12 მაისს საქართველოში მოსალოდნელია არასტაბილური ამინდი და ზოგან მხოლოდ ხანმოკლე წვიმა, ძირითადად ღრუბლიანი დღეები გვექნება.

მაგრამ შაბათ-კვირას უნდა მოვემზადოთ არასტაბილური ეტაპისთვის, ამჯერად მთელს ქვეყანაში იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი, იქროლებს ძლიერი ქარი და ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექიც.

აქვე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ცივ ტალღასთან არ გვექნება საქმე, თუმცა ტემპერატურის დაკლება გამოწვეული იქნება გავრცელებული უამინდობით და კერძოდ მზის არარსებობით.

ბოლოს და ბოლოს როდის გვექნება მზიანი დღეები? იოლი სათქმელია: თვის მეორე ნახევარი სტაბილური მზიანი და თბილი იქნება!“,- წერს კობა ფარტენაძე.