„არ შეიძლება, აჯიკა, ტყემალი, ძმარი პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ" - მარი მალაზონია

მარი მალაზონია

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:

- არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. არ შეიძლება, პლასტმასის ჭურჭელი ვაკადროთ ღვინოს. არ შეიძლება, აჯიკა, ტყემალი, ძმარი პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. არ შეიძლება, მომინანქრებული, ე.წ. ემალირებული ჭურჭელი გამოვიყენოთ მას შემდეგ, რაც დაზიანების უბანს აღმოვაჩინეთ. არ არის მიზანშეწონილი მაღალტექნოლოგიური ყველა პროდუქტის გამოყენება მით უფრო, რომ მათ შესახებ სოციალურ ქსელებში თქვენ ჩემზე ხშირად კითხულობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს.