არ მინდა, დედაჩემს გული ეტკინოს... გული მეც მაქვს, მაგრამ აღარ მტკივა - ანი ყიფშიძე „ჰეითერებზე“

ანი ყიფშიძე

ანი ყიფშიძე „პრაიმ ჰაუს“ „ოლ სთარის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო, რომელმაც მაყურებელს პროექტის პირველივე სეზონიდან განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი. პროექტი გასულ კვირას დატოვა. მართალია გულშემატკივრების არმია ჰყავს, მაგრამ მისთვის არაერთხელ უტკენიათ გული.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან ჟურნალმა თბილისელებმა ჩაწერა:

– რამდენად ხშირად გტკივა გული?

– თითქოს, აღარ მტკივა, ალბათ, იმუნიტეტი გამოვიმუშავე. ჩემზე და ჩემს შვილზე საშინელი ჰეითი მოდიოდა, საშინელებებს აკეთებდნენ ეს „ჰეითერებმა“, რომლებსაც მე, უკაცრავად და, „პროჭოსნებს“ ვეძახი, რაც მათ გამომატარეს, მას შემდეგ რაღა უნდა თქვან ისეთი, რაც არ ვიცი საკუთარ თავზე ან გააკეთონ, რომ გული მეტკინოს. მარტო მე კი არა, უკვე ჩემი შვილიც შეეჩვია. აქეთ მაწყნარებს ხოლმე, ხომ იცი, რომ ეგრე იქნებოდა, მთავარია, მე ვიცი, როგორი დედა ხარ და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობაო. შვილი რომ ამას მეუბნება, დანარჩენი მაგარი მადღაბნია, ვინ რას იტყვის.

– დედაც შეეჩვია?

– დედა – ვერა. როგორც კი გაიგებს, რომ რაღაც „დავაშავე“, „ჰეითერებს“ სალაპარაკო ლუკმა ჩავუგდე და აჯანყდნენ, დედა ნერვიულობს და სოციალურ ქსელებს თიშავს. არაფერს აღარ კითხულობს, აღარაფერს უყურებს. დედაჩემის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ნათქვამი ჩემზე ძალიან მოქმედებს. ეს მან კარგად იცის. ვინმე თუ რამეს იტყვის ჩემზე, ეს მართლა აღარ მაინტერესებს, მაგრამ როდესაც ეს დედასთან მიდის და ის მეუბნება, რომ რაღაც არ მოეწონა, რომ ჩემზე ამბობენ, დედამ ასეთი როგორ გაზარდა და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა არის. არ მინდა, დედაჩემს გული ეტკინოს, ჩემგან განსხვავებით, დედაჩემს აქვს გული (იცინის). სინამდვილეში გული მეც მაქვს, მაგრამ აღარ მტკივა.

– კარგია ეს თუ ცუდი, რომ გული აღარ გტკივა?

– მე ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე ცოტა უცნაურად განვითარება და ვფიქრობ, რომ არც კარგია და არც ცუდი, ნორმალურია.

– გიჭირს ჩვენს სოციუმში შენი განსხვავებულობის გამო?

– არა, მეც მაქვს ჩემი წრე, რომელიც ისეთს მიღებს, როგორიც ვარ. ყველას ვერ მოეწონები. იესო ქრისტეს არ გაჰყოლია ყველა და მე ვინ ჩემი ფეხები ვარ.