„არ გაუწოდოთ ხელი ...“ - როგორ უნდა მოვიქცეთ ძაღლთან შეხვედრისას

ძაღლი

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ძაღლთან შეხვედრისას ხელი უნდა გაუწოდო მას, რათა დაყნოსოს.

გამოცდილმა ვეტერნარმა დაწერა,  რომ ასეთ რიტუალს შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ცხოველები ასეთ ქმედებას პირად სივრცეში შეჭრად აღიქვამენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ საკუთარი საზღვრები.

ვეტერინარის თქმით, ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლების სხეულის ენას. მან განმარტა, რომ ეს ჟესტი შეიძლება განსაკუთრებით უსიამოვნო იყოს შეშფოთებული ან შეშინებული ძაღლებისთვის, რომლებიც შეიძლება მასზე აგრესიულად რეაგირებდნენ.

ძაღლები არ ყნოსავენ ადამიანებს მათ გასაცნობად. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ცხოველებს უნდათ მოფერება.

"ბევრ ძაღლს უბრალოდ სურს სამყაროს შესწავლა და არ აინტერესებს უცხო ადამიანის მოფერება. უცხოს ხელის ლოკვა არ არის სიყვარულის ნიშანი. ეს შეიძლება იყოს ნერვიულობის ნიშანი. ასევე სურვილი, რომ „გასინჯოს“ ის ხელი, რომელიც უცხოა მისთვის“,- განმარტა ვეტერინარმა.

იგი გვირჩევს, რომ სანამ ძაღლს მოეფერებით, ჯერ მის პატრონს სთხოვოთ ნებართვა. როდესაც ძაღლი გიახლოვდებათ, უნდა დარწმუნდეთ, რომ გვერდით მდგომარეობაში ხართ და პირდაპირ არ უყურებთ მას.

ასევე, ძაღლს არ უნდა მოეფეროთ, როცა ის რაიმეს ყნოსავს, რადგან შეხებამ შეიძლება შეაშინოს.