ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მოსახლეობას კიბერ თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, მათი ცნობით, ბოლო პერიოდში მომატებული ფიშინგის შემთხვევების, ძირითადად გავრცელებული სქემებია:
მომხმარებელმა facebook-ზე მიიღო შეთავაზება დასაქმების შესახებ, რის სანაცვლოდაც უნდა ჩაერიცხა თანხა.
ასევე facebook-ზე მომხმარებელმა ნახა რეკლამა, სადაც გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდნენ და მოგებული თანხის მიღების სანაცვლოდ, სთხოვდნენ გარკვეული თანხის ჩარიცხვას.
Instagram-ზე მოწონებების დაგროვებით გამომუშავებული თანხების ჩარიცხვა.
Whatsapp-ზე უკავშირდებიან, სთავაზობენ გარკვეული ვიდეოების მოწონების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას, თანხმობის შემთხვევაში აწვდიან telegram-ის ბმულს, სადაც მომხმარებლები იღებენ დავალებებს, რის შემდეგაც შედიან ნდობაში. პირველ ეტაპზე ,,თაღლითები“ რიცხავენ მცირე თანხას, ნდობის მოპოვების შემდეგ, უკვე მომხმარებელს არიცხვინებენ ფულს.
რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი - "საზოგადოება და ბანკები განმარტავს":
"არ ენდოთ სოციალურ ქსელში დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, დიდი ალბათობით ეს თაღლითური მახეა;
კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შეთავაზება - სანდო კომპანია დასაქმების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას ან ბარათის მონაცემების გაზიარებას არასდროს მოგთხოვთ;
არავის გაუზიაროთ თქვენი "მობაილ ბანკის" მომხმარებლის სახელი და პაროლი;
თუ უცხო პირი ან რომელიმე კომპანია ბარათის მონაცემების გაზიარებას მოგთხოვთ, ეს უკვე ინდიკატორია იმის, რომ თაღლითების სამიზნე ხართ, რადგან თანხის ჩასარიცხად ანგარიშის ნომრის გაზიარებაც სრულიად საკმარისია“, - ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.