გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და, ხათუნა ანწუხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
,,მე, როგორც ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დამ, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელიც ჩემს ოჯახს გაუწიეს და გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი პრობლემები.
ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად გვერდში ედგა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებს.
არ დავიღლები და ყოველთვის მზად ვარ საჯაროდ გამოვხატო ჩემი მადლიერება და ემოციები თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ ხელმძღვანელი პირის მიმართ, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს და მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენი ოჯახის მხარდასაჭერად. ვისურვებდი, რომ თავდაცვის უწყების სათავეში მუდმივად ყოფილიყვნენ ასეთი ღირსეული ადამიანები“, - წერს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის და.