აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „პარაგრაფთან“ გზა გადაკეტეს

აქცია

აქციის მონაწილეებს სასტუმრო „პარაგრაფთან" გზა გადაკეტეს, სადაც აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მიზანია, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე დელეგატებს გააგონონ თავიანთი ხმა და ის მოთხოვნები, რომლებიც უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო აქვთ.

სასტუმრო პარაგრაფში 68 ქვეყნის 4 ათასამდე უცხოელი სტუმარი იმყოფება.

პოლიციის კორდონის გამო, აქციის მონაწილეები პარაგრაფის შესასვლელამდე ვერ მივიდნენ. თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმროსთან მობილიზებულია პოლიცია, სადაც მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცველების, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დააკავეს ერთი პირიც.