აქციის მონაწილე ნინი გორგოძე: ვეცადეთ მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ, რომ ხალხს უნდა აგრესია, პირიქით ჩვენზეც გადმოვიდნენ. პოლიციელებიც თანახმა იყვნენ, ველაპარაკეთ, წყლის ჭავლიც შეწყვიტეს, მაგრამ აზრი არ აქვს, რაღაცა ძალიან ცუდი მოხდება

აქცია

სოციალურ ქსელში აქციის მონაწილე ნინი გორგოძე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ აქციაზე აღარ მივა, რადგან მას მშვიდობიანი აქცია უნდოდა და იქ მშვიდობა ვერ დაინახა.

ზემოთ ვარ ახლა ასული და რამდენიმე ბიჭი მეხმარებოდა, რომ არ ესროლათ ამ ადგილას. ხალხს უნდა რომ იჩხუბონ და ისროლონ. ერთმანეთში ჩხუბობენ ახლა იმის გამო, რომ სიმშვიდე არ უნდათ. ახლა ყველაზე მეტად მეშინია, რომ ისევ ხალხმა არ გვესროლოს, იმიტომ, რომ ვცდილობთ გავანეიტრალოთ ყველაფერი. ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი. აქეთ მხარეს გაჩერებული გვქონდა, აღარც წყალს არ ასხამდნენ და ისევ ხალხმა დაიწყო. ანუ აგრესია უნდა ხალხს, ჩხუბი უნდა. რამდენიმე ვართ ვინც ვიცავთ, აზრი არ აქვს, სულ ვიყავით მაქსიმუმ ხუთნი, - ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.

როგორც ნინი გორგოძე აღნიშნავს, ის და რამდენიმე პირი შეეცადნენ მშვიდობის დამყარებას,  მაგრამ აქციის მონაწილეებმა პირიქით აგრესია მათზე გადაიტანეს.

„წეღან ვტიროდი, იმიტომ, რომ ვერაფერს გავხდით მე, ეს ბიჭი და კიდე რამდენიმე. ვეცადეთ მშვიდობის დამყარებას, ხალხს რომ შეეწყვიტა სროლა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ, რომ ხალხს უნდა აგრესია, პირიქით ჩვენზეც გადმოვიდნენ. მშვიდობით ვერაფერს გავხდებით. პოლიციელებიც თანახმა იყვნენ, ველაპარაკეთ, წყლის ჭავლებიც შეწყვიტეს, აქეთ მხარეს არავის აღარ ვუშვებდით, მაგრამ აზრი არ აქვს, რაღაცა ძალიან ცუდი მოხდება“, - ამბობს ნინი გორგოძე.

@nini.gorgodze

ძალიან მტკივა ჩემი საქართველო

♬ original sound - Nini Gorgodze