აქციაზე დაშავებულთა შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან

აქციაზე დაშავებულთა შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან

აქციაზე დაშავებულთა შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან. მათ შორის არის ტელეკომპანია “ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც როგავა სოციალურ ქსელში წერს, ის ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს.

გასულ ღამით რუსთაველის გამზირზე დაშავდა “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, დავით ცაგარელიც. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.