პროკურატურა დაურ ბუავას საქმეში არსებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ასაჯაროებს
1788097252
12 წლის გაუჩინარებულ გურიკა დადიანიძის თემასთან დაკავშირებით, გადაცემა „შენი ამბის“ ჟურნალისტი თაია გამთენაძე ინფორმაციას ავრცელებს.
„მეგობრებო, აქტიურად კითხულობთ გურიკას მამასთან დაკავშირებით.
მე მასთან დაკავშირება ვცადე, თუმცა ზარებს არ პასუხობს. როგორც ვიცი, სხვა ჟურნალისტებსაც ჰქონდათ მასთან დაკავშირების მცდელობა და მათაც არ უპასუხა.
ასევე, ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს გურიკას მამიდა.
თუ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალ ინფორმაციას მივიღებთ, აუცილებლად გაგიზიარებთ!
ველოდებით გამოძიებისგან ქმედით ნაბიჯებს!“, - ვკითხულობთ პოსტში.